12:36 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (862)
194 0 0

კორონავირუსით დაღუპულთა უმრავლესობა - ხანდაზმული ადამიანებია, ასევე პაციენტები, რომლებსაც ერთი ან ორი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდათ

თბილისი, 4 თებერვალი -  Sputnik. მთელს მსოფლიოში ჩინეთის გარდა 176 დაავადებულია, ეს ძალიან მცირე რიცხვია, არ ღირს პანიკის ატეხვა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ჩინურ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას მიეძღვნა.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო  კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 20 438 კაცს მიაღწია, 425 პაციენტი გარდაიცვალა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა.

„ინფიცირების 90 პროცენტი ჩინეთზე მოდის. დანარჩენ მსოფლიოში 176 დაავადებულია. ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია არ გაუარესდება. მაგრამ ეს ძალიან მცირე რიცხვია. პანიკის ატეხვა არ ღირს“, - ციტირებს გებრეიესუსს РИА Новости.

ბოლო მონაცემებით, რომლებიც დისკუსიაზე ჩინეთის წარმომადგენელმა გაახმოვანა, დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთზე მოდის. გარდაცვალების შემთხვევების 97% რეგისტრირებულია ხუბეის პროვინციაში, 74% - ქალაქ უჰანში, სადაც დაიწყო ეპიდემია. ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსით დაღუპულთა უმრავლესობა - ხანდაზმული ადამიანებია, ასევე პაციენტები, რომლებსაც ერთი ან ორი ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდათ.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (862)

მთავარი თემები