14:42 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (863)
86 0 0

ჯანმო ნიღბების ტარების რეკომენდაციას აძლევს მათ, ვინც დაინფიცირებულია, რადგან ვირუსი ჰაერ-წვთოვანი გზით გადადის

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის ახლანდელი აფეთქება ჯერჯერობით არ არის პანდემია, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიური და პანდემიური დაავადებების დეპარტამენტის დირექტორმა სილვია ბრიანმა. 

„ჯერჯერობით არ გვაქვს [საქმე] პანდემიასთან. ჩვენ შევეჯახეთ ეპიდემიურ  ვითარებას მრავალრიცხოვანი კერით. ამ დროისათვის დაავადება დაფიქსირებულია 23 ქვეყანაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ“, — განაცხადა ბრიანმა სიტყვით გამოსვლისას, რომლის ტრანსლაციაც გაეროს საიტზე მიმდინარეობდა.

სილვია ბრიანმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმო ნიღბების ტარების რეკომენდაციას აძლევს მათ, ვინც დაინფიცირებულია, რადგან ვირუსი ჰაერ-წვთოვანი გზით გადადის.  

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო  კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 20 438 კაცს მიაღწია, 425 პაციენტი გარდაიცვალა, 2 788 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 632 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა. 

გარდა ამისა, კიდევ 23 214 პაციენტზე არსებობს კორონავირუსით დაავადების ეჭვი. ამასთან, ექიმები აკვირდებიან  დაახლოებით 171 300 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან. 

მედიკოსების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება. 

 

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (863)

მთავარი თემები