მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტარტუს ხელშეკრულება: ზახაროვამ ესტონეთის ლიდერის განცხადება შეაფასა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ესტონეთს შორის 1920 წლის 2 თებერვალს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა რუსეთი ესტონეთის დამოუკიდებლობას ცნობდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ესტონეთი საბჭოთა კავშირს საკუთარი ნებით არ მიერთებია, განაცხადა კვირას ქვეყნის ლიდერმა კერსტი კალიულაიდმა. 

ამიტომ, მისი თქმით, 1920 წლის ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე მოქმედებაშია. 

„[დოკუმენტი] იყო, არის და რჩება ესტონეთის სახელმწიფოს დაბადების მოწმობად“, — თქვა კალიულაიდმა. 

ესტონეთის ლიდერის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც საკუთარი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დააფიქსირა.

„ისეთი განცხადებები, როგორებიცაა „ტარტუს ზავი მოქმედებს“, „ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რეპარაცია“, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს პრობლემები აქვთ არა წარსულთან, არამედ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, კრიზისი განვითარებაშია — ელექტორატის მისაზიდად არაფერი აქვთ“, — დაწერა ზახაროვამ Facebook-ზე. 

აღსანიშნავია, რომ ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ესტონეთს შორის 1920 წლის 2 თებერვალს დაიდო. დოკუმენტის თანახმად, საბჭოთა რუსეთი ესტონეთის დამოუკიდებლობას ცნობდა.

ყველა ახალი ამბავი
0