საუკეთესო დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად: ფსიქოლოგიური კვლევა

© Pixabay / FunkyFocusადამიანი ქვიშის საათში
ადამიანი ქვიშის საათში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგების თქმით, ახალი წლის დასაწყისი ყოველთვის ოპტიმალური პერიოდი არ არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად და ამას თავისი მიზეზები აქვს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ფსიქოლოგიის ექსპერტებმა დაადგინეს წლის რომელი დროა საუკეთესო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად — იქნება ეს კარიერა, სახლისა თუ ავტომობილის შეძენა თუ სხვა სერიოზული ცვლილებები, წერს BBC.

ფსიქოლოგების თქმით, სერიოზულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, ბევრი ადამიანი ახალი წლის დაწყებას ამთხვევს, მაგრამ მოულოდნელი ქმედებებისთვის ეს ყოველთვის საუკეთესო დრო არ არის. 

აგრესია - Sputnik საქართველო
ეფექტური ფრაზები ფსიქოლოგებისგან: როგორ მივუჩინოთ ადგილი თავხედს

შესაძლოა, იანვარი, როგორც წლის დასაწყისი, ყველაზე ხელსაყრელად გეჩვენებოდეთ ცხოვრების „გასაახლებლად“, მაგრამ რეალურად, როგორც ამას მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებული ახალი კვლევები ცხადყოფს, ზამთარი ყოველთვის არ არის ოპტიმალური დრო მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირიქით, ეს შესაძლოა იმდენად სარისკო აღმოჩნდეს, რომ სერიოზულად უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

ფსიქოლოგების თქმით, ადამიანების უმრავლესობას იანვარში განწყობის დაქვეითება, ანუ სეზონური დეპრესია (SAD, seasonal affective disorder) აღენიშნება, განსაკუთრებით — ჩრდილოეთ განედებზე მცხოვრებლებს.

თუ ბიჭის მშობელი ხართ, ანუ „კრავები“ და „მამლაყინწები“: ფსიქოლოგის რჩევები

ერთ-ერთი კვლევისას გამოვლინდა, რომ სეზონური დეპრესია ზამთარში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ახასიათებს. ამ მდგომარეობას კი შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე და ადამიანმა მცდარი ნაბიჯი გადადგას. დამძიმებული ემოციური ფონის გამო ის ვერ შეძლებს ობიექტურად შეაფასოს გადაწყვეტილების ყველა პლუსი თუ მინუსი და, უფრო მეტიც, რისკზე წასვლა შეიძლება მაშინაც კი ვერ გაბედოს, თუ წარმატების შანსი აშკარად ძალიან მაღალი იქნება.

შესაბამისად, ფსიქოლოგები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება თბილი სეზონისთვის გადავდოთ. თუმცა აქ კიდევ ერთი რამაა გასათვალისწინებელი: ცხელი სეზონისთვის დამახასიათებელი პოზიტიური განწყობა ადამიანს სიფრთხილეს აკარგვინებს და, შესაძლოა, მნიშვნელოვან ამოცანაზე მუშაობისას ადამიანმა შეცდომა დაუშვას.

ყველა ახალი ამბავი
0