00:00 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (157)
650510

წარმოდგენილი მოდელით, 21 იანვრისთვის მარტო ქალაქ უჰანში 11 341 კაცი უნდა ყოფილიყო ინფიცირებული. გამოდის, რომ დაავადების გამოვლენის დონე ამ დროისათვის ინფიცირებულთა სრული რაოდენობის მხოლოდ 5,1 პროცენტს შეადგენს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსი 2019-nCoV-ს გავრცელების საშიშროების ექსპერტული შეფასება გამოაქვეყნეს

აღნიშნულ თემაზე ლანკასტერის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის, გამოთვლითი ტექნიკისა და სტატისტიკის ცენტრის მკვლევარებმა, გლაზგოს უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევებისა და ფლორიდის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ახალი პათოგენების კვლევების საბჭოებმა იმუშავეს. 

მათი შეფასებით, ინფექციის საბაზო რეპროდუქციული სიხშირე დაახლოებით 3,6-დან 4,0-მდეა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს მაჩვენებელი 1,4-2,5-ით შეაფასა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ესოდენ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან სახიფათოა.

კვლევის ავტორების მიერ წარმოდგენილი მოდელის პროგნოზით, 21 იანვრისთვის მარტო ქალაქ უჰანში 11 341 კაცი უნდა ყოფილიყო ინფიცირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების გამოვლენის დონე ამ დროისათვის ინფიცირებულთა სრული რაოდენობის მხოლოდ 5,1 პროცენტს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიის საწინააღმდეგო ზომები ისეთივე დარჩება, როგორიც დღესაა, 14 დღის განმავლობაში, ანუ 14 თებერვლამდე უჰანში ინფიცირებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 190 ათასს გადააჭარბოს.

რაც შეეხება შანხაის, პეკინს, გუანჯოუს და სხვა მსხვილ ქალაქებს, იქ ინფექციის ფართომასშტაბიანი აფეთქებაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, რისკის ზონაში არიან ტაილანდი, იაპონია, ტაივანი, ჰონგ-კონგი და სამხრეთ კორეა. 

კვლევის ავტორები თავშივე თანხმდებიან, რომ მათი დასკვნები წინასწარი ხასიათისაა და, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულიც, ვინაიდან მოდელის დაშვებებს ეფუძნება.

მოგვიანებით სამეცნიერო სტატიის მთავარმა ავტორმა ჯონათან რიდმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა, რომ ახალი კორონავირუსის საბაზო რეპროდუქციული სიხშირის რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მაინც 2,4-2,6-ს შორისაა, რაც ჯანმოს შეფასების ზედა ზღვარს ემთხვევა. 

აღნიშნულის შესახებ დაზუსტებული მონაცემები ეპიდემიის გავრცელების შესახებ რეალური ინფორმაციის კვალდაკვალ გამოქვეყნდება.

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (157)

მთავარი თემები