15:14 27 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (482)
88 0 0

ექსპერტს საეჭვოდ ეჩვენება ინფექციის გავრცელების ადგილი და დრო – უჰანი მსხვილი ლოგისტიკური ცენტრია, ხოლო ვირუსის გავრცელება ჩინური ახალი წლის წინა დღეებში დაიწყო.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის გავრცელება შესაძლოა დივერსია იყოს და არა ინფექციის ბუნებრივი კერა, აცხადებს გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის ყოფილი წევრი, რუსი სამხედრო ექსპერტი იგორ ნიკულინი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

მისი თქმით, არსებობს ამის ირიბი მტკიცებულებები. 

„პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ ეს დივერსია იყო, არ არსებობს, თუმცა არის ირიბი მტკიცებულებები და, სამწუხაროდ, მათ აქვთ არსებობის უფლება“, — აღნიშნა ნიკულინმა პრესკონფერენციაზე. 

ექსპერტის განმარტებით, ინფექციის გავრცელების ადგილი და დრო საეჭვოდ გამოიყურება. ქალაქი უჰანი მსხვილი ლოგისტიკური ცენტრია, ხოლო ვირუსის გავრცელება ჩინური ახალი წლის წინა დღეებში დაიწყო, როცა მილიონობით ადამიანი აპირებდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გამგზავრებას. 

ამასთან, რუსი ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ყველაფერ ამაში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლების ხელიც ერიოს, რომელიც სწორედ უჰანში მდებარეობს. 

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქება აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა: ჰონკონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 80 გარდაიცვალა.

 

თემები:
რუსეთი დღეს (482)

მთავარი თემები