მეცნიერები ასახელებენ სანელებელს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს: კვლევის შედეგები

CC0 / Pixabay / the3cats / როზმარინი
როზმარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც ექსპერიმენტის მონაწილეებს როზმარინის ეთერზეთები ასუნთქეს. ამის შემდეგ კი ჩაატარეს ტესტი მეხსიერების შესამოწმებლად.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. როზმარინი — ცნობილი არომატული სანელებელი, რომლითაც კმაზავენ ხორცს, თევზსა და ფუნთუშეულს, ასევე სასარგებლო აღმოჩნდა მეხსიერებისთვის. 

მეცნიერების თქმით, როზმარინი კარგად მოქმედებს ალცჰეიმერისა და ასაკობრივი დემენციის დროს.

ეთერზეთები - Sputnik საქართველო
ეთერზეთების უძველესი ქართული რეცეპტები და გამოყენების ინსტრუქცია

მკვლევარების ჯგუფმა მარკ მოსის ხელმძღვანელობით ადამიანის ტვინზე სურნელოვანი მცენარეული ეთერზეთების არომატების ზემოქმედება შეისწავლა. მათი დასკვნით, როზმარინის არომატის შესუნთქვა ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს, განსაკუთრებით აღადგენს მეხსიერებას.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც ექსპერიმენტის მონაწილეებს როზმარინის ეთერზეთები ასუნთქეს. ამის შემდეგ კი ჩაატარეს ტესტი მეხსიერების შესამოწმებლად. ექსპერიმენტის მონაწილეებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომელთაც ეთერზეთები არ შეუსუნთქავთ.

მეორე კვლევამ აჩვენა, რომ როზმარინის არომატის შესუნთქვის პროცედურებმა ალცჰეიმერითა და ასაკობრივი დემენციით დაავადებულთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

მეცნიერებმა ორი ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით დაასკვნეს, რომ მეხსიერების გაუმჯობესება როზმარინის გამოყენებით შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ როზმარინს აქვს სადეზინფექციო, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მცენარის ზეთის ორიოდე წვეთიც კი ხელს უწყობს ტკივილის შემცირებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

ყველა ახალი ამბავი
0