მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში კორონავირუსის გამო ათი ქალაქი დაიკეტა – თვითმხილველები ვიდეოებს ავრცელებენ

© REUTERS / Stringer/Darley Shenჰოსპიტალი ჩინეთში
ჰოსპიტალი ჩინეთში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი უკვე გარდაიცვალა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ცხრა ქალაქში, უჰანის კვალდაკვალ, სადაც კორონავირუსის ახალი ტიპის აფეთქება დაფიქსირდა, სატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეჩერდა. 

ამის პარალელურად სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ასახულია, რა მდგომარეობაა ამ დროისათვის პროვინციის ქალაქებში.  

ამგვარად, საკარანტინო ზომები პროვინციის 29,2 მლნ მცხოვრებს შეეხო. ყველაზე მკაცრი კარანტინია ქალაქ უჰანში, რომელთანაც 23 იანვრის დილის 10 საათიდან შეჩერებულია როგორც მიწისზედა ტრანსპორტით, ისე ბორნებით, თვითმფრინავებითა და მატარებლებით მიმოსვლა.

ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქალაქში შესვლა-გასვლისგან განსაკუთრებული მიზეზების გარეშე. 

წაიკითხეთ აქ: ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა უარყო

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ის შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. 

ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალურ შემთხვევათაგან 24 ჰუბეის პროვინციაზე მოდის, ორი კი — მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0