22:21 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (229)
30620

მეცნიერები განმარტავენ, რომელ პოზაში ძილს რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია და საყურადღებო რეკომენდაციებს გასცემენ.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ძილის დროს ადამიანი ჩვეულ პოზას გაუცნობიერებლად ირჩევს. თუმცა, არჩევანმა შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. ექიმებმა განმარტეს, რომ ძილი სხვადასხვა პოზაში დაკავშირებულია გარკვეული დაავადებებისა და გართულებების განვითარებასთან, წერს გერმანული გამოცემა Focus.   

ექიმების აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც მარჯვენა გვერდზე ძილს არიან მიჩვეული, კუჭის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. სხეულის ასეთი მდებარეობისას კუჭის მჟავა ადვილად გადადის საყლაპავში (რეფლუქსი), რთულდება პანკრეასის მუშაობაც, რადგან მასზე კუჭის ზეწოლა ხდება.

როგორც კვლევები აჩვენებს, ასეთ პოზაში მძინარე ადამიანებს ორჯერ ხშირად ემართებათ გულძმარვა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც მარცხენა გვერდზე ძილს ამჯობინებს.

წაიკითხეთ აქ: განათებულ ოთახში ძილი დაუშვებელია - კვლევებით დადასტურებული საფრთხეები

გარდა ამისა, ხშირია პრობლემები გულთან დაკავშირებითაც. ამის მიზეზია ის, რომ ძირითადი არტერია (აორტა) მარცხნივაა გადახრილი.

სპეციალისტების თქმით, ძილის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რომელ გვერდზე წევს ადამიანი, არამედ ისიც, თუ როგორ აქვს განლაგებული ადამიანს ხელები და ფეხები.

„ემბრიონის პოზა მოხრილი კიდურებით – კისრისა და წელის ტკივილს იწვევს. ზურგისთვის უკეთესია პოზა, როცა გვერდზე წოლის დროს ზედა ფეხი ოდნავ მოხრილია, ქვედა კი გაშლილი“, — აღნიშნავენ ექიმები.

რაც შეეხება ზურგზე ძილს, ამ დროს შეიძლება გაჩნდეს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

წაიკითხეთ აქ: ძილის მკაცრი რეჟიმი კარგი აღნაგობის საწინდარია - მეცნიერთა დასკვნა

„თუ ზურგზე  გძინავთ, ენა შესაძლოა ყელში აღმოჩნდეს. ამის გამო სასუნთქი გზები ვიწროვდება და თუ სერიოზულ შევიწროებასთან გვექნება საქმე, შესაძლოა სუნთქვა გაჩერდეს კიდეც“, — აცხადებენ მედიკოსები.

მათი თქმით, ადამიანები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რომ ასეთი დარღვევები აქვთ. არადა, ღამით სუნთქვის გაჩერების შემთხვევებს არტერიული ჰიპერტენზიისა და პულსის აჩქარების გამოწვევა შეუძლია. შედეგად, გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი იზრდება.

ძილის კიდევ ერთი პოზა – მუცელზე წოლაა. სპეციალისტების აზრით, ამგვარი ძილი სასარგებლოა ხერხემლისთვის, ვინაიდან ამ დროს მალთაშუა დისკებზე დატვირთვა მცირდება. მიუხედავად ამისა, ექიმების რჩევაა – სხეულის პოზიცია ღამის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალოს.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (229)

მთავარი თემები