ფორთოხლის ქერქი სასარგებლოა: მეცნიერები ორგანოებსა და დაავადებებს ასახელებენ

© Pixabay / Hansფორთოხალი
ფორთოხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტი, ცვლის რა ნაწლავური ბაქტერიების ბალანსს, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების განვითარებას.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ფორთოხლის კანს შეუძლია გულის ჯანმრთელობა უზრუნველყოს, აცხადებენ მეცნიერები ბოლოდროინდელ კვლევებზე დაყრდნობით.

როგორც ახალი მონაცემებიდან ირკვევა, ნაწლავების მიკრობიოზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში. ფორთოხლის ქერქს კი ნაწლავთა სისტემის ბაქტერიების ბალანსის შეცვლის უნარი აქვს. 

ხურმა - Sputnik საქართველო
ვის ეკრძალება ფორთოხლისა და ხურმის ჭამა: ექიმები გვაფრთხილებენ

საქმე ისაა, რომ ორგანიზმში გარკვეული საკვები ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება N-ოქსიდ ტრიმეთილამინი, რომლის მაღალ დონეს შემდგომში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (გულის შეტევა, ინსულტი) გამოწვევა შეუძლია. ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტი კი, ცვლის რა ნაწლავური ბაქტერიების ბალანსს, ხელს უშლის ათეროსკლეროზისა და გულის დაავადებების განვითარებას.

მეცნიერებმა კვლევა თაგვების სამ ჯგუფზე ჩაატარეს. ისინი ერთ ჯგუფს ჩვეულებრივად კვებავდნენ — ფორთოხლის ქერქის ან ტრიმეთილამინით ინდუცირებული პროდუქტების გარეშე; მეორე ჯგუფს ჩვეულ რაციონს აძლევდნენ, ოღონდ კარნიტინის დამატებით, ხოლო მესამეს საკვებთან ერთად კარნიტინსა და ფორთოხლის ქერქს აძლევდნენ.

წაიკითხეთ აქ: გულის შემდეგ კუჭ-ნაწლავი: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ რაციონი, რომელიც ფორთოხლის ქერქს შეიცავდა, თაგვების ნაწლავებში ბაქტერიების ბალანსს ცვლიდა.

კვლევის ხელმძღვანელ იუ ვანგის თქმით:

„ამ კვლევას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“.

გარდა ამისა, მეცნიერი ვარაუდობს, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარდა აღნიშნული კვლევის შედეგები დამატებით ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს სოფლის მეურნეობასა და კვებით სისტემაში.

ყველა ახალი ამბავი
0