ლეგენდარული ექიმი დღეგრძელობის უმარტივეს რეცეპტს იძლევა: შეწყვიტეთ ვიტამინების მიღება...

© Pixabay / geraltადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან
ადამიანები ასაკშიც ბავშვებად რჩებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივენ ჯობსის მკურნალი ექიმი დევიდ აგუსი დღეგრძელობის საკუთარ რეცეპტზე საუბრობს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. დღეგრძელი სიცოცხლისთვის აუცილებელია მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით კვება და ვიტამინებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღების შეწყვეტა, აცხადებს ლოურენს ჯ. ელისონის სახელობის უნივერსიტეტის ტრანსფორმაციული მედიცინის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ლეგენდარული ექიმი დევიდ აგუსი. 

რძიანი ფაფა - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი რძე ახანგრძლივებს ახალგაზრდობას

ექსპერტის თქმით, თანამედროვე მედიცინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს ადამიანს, დიდხანს შეინარჩუნოს კარგი ფიზიკური ფორმა. მთავარია, ადამიანმა თავად არ შეუშალოს ხელი ორგანიზმს. ექიმები კი შეძლებენ, კორექტირება გაუკეთონ დნმ-ს და არა მარტო მინიმუმამდე დაიყვანონ გულის შეტევების რისკი, არამედ სიბერეც კი შეაჩერონ და ისეთი წამლებიც გამოიგონონ, რომლებსაც უკუჩვენება არ ექნებათ. 

კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის მკურნალი ექიმის დევიდ აგუსის დღეგრძელობის რეცეპტი, როგორც თავად ამბობს, მეტად მარტივია: 

„არ მოწიოთ, მიირთვით მხოლოს ნატურალური საკვები, გადაყარეთ ვიტამინები და საკვები დანამატები, შემოიფარგლეთ ასპირინით, არ დაგავიწყდეთ აცრები, მათ შორის, გრიპზე. და, რაც მნიშვნელოვანია! არ დარჩეთ მარტო, ხოლო ვახშამზე ერთი ჭიქა კარგი ღვინო დალიეთ“. 

გარდა ამისა, სპეციალისტი მოუწოდებს ადამიანებს, ტვინის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ყველა საქმე დაძინებამდე მინიმუმ ორი საათით ადრე დაასრულონ. მისი თქმით, ორგანიზმი უნდა შეეგუოს დღის რეჟიმს და შექმნას მშვიდი, კომფორტული გარემო დასაძინებლად.

დევიდ აგუსი გირჩევთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ სპორტული დარბაზით და ცხოვრება მოძრაობაში გაატაროთ. ამასთან ორგანიზმს რთული დავალებები უნდა მისცეთ, ხოლო ტვინს ასევე რთული ამოცანები დაუსახოთ.   

წაიკითხეთ აქ: აუცილებელი პროდუქტები 50 წელს გადაცილებულებისთვის: თუ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა გსურთ

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში იტალიელმა დიეტოლოგებმა ამოხსნეს თანამემამულეთა დღეგრძელობის მიზეზი. სიცოცხლის ხანგრძლივობით ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია: იტალიელი მამაკაცები საშუალოდ 81 წელს ცოცხლობენ, ქალები — 85 წლამდე. სპეციალისტების დასკვნით, ამის მიზეზი სწორი კვება და მაღალი ხარისხის საკვებია.

იტალიელების საკვები რაციონი მდიდარია ცილებით, ფოლიუმის მჟავით, ანტიოქსიდანტებით, A და E ვიტამინებით. ნუტრიციოლოგები ყველას, ვინც ცდილობს სხეულის ახალგაზრდობის ხანგრძლივად შენარჩუნებას, დილის რაციონში რძის პროდუქტების, მწვანილეულის, სალათის ფურცლებისა და ახლად გამოწურული გრეიპფრუტის წვენის შეტანას ურჩევენ. კვების რაციონში კილოგრამ წონაზე 1,1 გრამი ცილის ჩართვა ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.

ყველა ახალი ამბავი
0