როდის არის ვაშლის ჭამა ჯანმრთელობისთვის სახიფათო – ექსპერტის რჩევა

CC0 / pixabay / ვაშლის ჭამა
ვაშლის ჭამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი ექსპერტი მარკუს ფელბერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი ვაშლს არასწორად ჭამს – ხილს სადილის დამთავრებისთანავე იღებს...

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. სადილის დამთავრებისთანავე ვაშლის ჭამა უკიდურესად სახიფათოა ჯანმრთელი კბილებისთვის, ვინაიდან ის დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს კბილის მინანქარზე, აცხადებს სტომატოლოგიის საკითხების გერმანელი ექსპერტი მარკუს ფელბერი.  

ბროწეული - Sputnik საქართველო
აკრძალულია კატეგორიულად: ბროწეულსა და მის წვენზე უარი უნდა თქვათ, თუ...

გავრცელებული ინფორმაციით, რიდინგის (ინგლისი) უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს მონაცემები იმის შესახებ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში ორ ვაშლს ჭამენ, შედარებით მოდუნებული სისხლძარღვები და „ცუდი“ ქოლესტერინის დაბალი მაჩენებელი აქვთ, რაც ინფარქტისა და ინსულტის რისკებს ამცირებს.

მაგრამ როგორც მარკუს ფელბერი აღნიშნავს, ბევრი ადამიანი ვაშლს არასწორად ჭამს – ხილს სადილის დამთავრებისთანავე იღებს. ასეთ შემთხვევაში კი კბილის მინანქარზე მაშინვე მძლავრი მჟავა-შეტევა ხდება.

წაიკითხეთ აქ: აკრძალულია კატეგორიულად! ვინ არ უნდა ჭამოს მარწყვი, და სხვა რჩევები

სპეციალისტმა განმარტა, რომ კბილების კარიესისგან დამცავი გარსი საკვების მიღებისას გამძლეობის გამოცდას გადის და მხოლოდ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ აღიდგენს დამცავ პოტენციალს. ამიტომ თუ ვაშლს ჭამის დამთავრებისთანავე მიირთმევთ და არ დაელოდებით 30 წუთის გასვლას, შესაძლოა, მისმა მჟავამ კბილის გარსი დააზიანოს.

„იმისათვის, რომ კბილები არ გადატვირთოთ, ჭამის შემდეგ ცოტა ხანს, სულ ცოტა, 30 წუთი დაიცადეთ და ვაშლი თუ სხვა ხილი მხოლოდ მერეღა მიირთვით“, – გვირჩევს მარკუს ფელბერი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად ბროწეულის დიდი სარგებლიანობისა (ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, აწესრიგებს წნევასა და გულის რიტმს, ზრდის ჰემოგლობინს, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს), ის ყოველთვის და ყველასთვის ვერ იქნება მარგებელი. 

ყველა ახალი ამბავი
0