თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თევზის ჩხირები და კიბორჩხალის ხელოვნური ხორცი „სურიმი“ ატმოსფეროს ძლიერი დაბინძურების წყაროა, დაასკვნეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
მკვლევარებმა, გააანალიზეს რა აღნიშნული პროდუქტების წარმოების პროცესი, დაადგინეს, რომ ეკოლოგიას ყველაზე დიდ ზიანს ის კონტეინერმზიდი გემები აყენებს, რომლებითაც თევზი ქარხნებში გადააქვთ.
კვლევის ავტორების თქმით, აღნიშნული ხომალდების მფლობელები ეკონომიის მიზნით იაფ და უხარისხო საწვავს იყენებენ, რომელიც ატმოსფეროში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გოგირდის დიოქსიდსა და სხვა მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
აღსანიშნავია, რომ გოგირდის დიოქსიდი ჰაერის ერთ-ერთ ძირითად დამაბინძურებლად მიიჩნევა. ეკოლოგების მონაცემებით, ატმოსფეროში ამ გაზის დასაშვებზე მეტი რაოდენობით შემცველობა იწვევს სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარებას.