მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ადასტურებს: ირანის თავდასხმისას 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა

© AP Photo / Hoshang Hashimiამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ შეტევის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ირანის მიერ ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ავიაიერიშისას 11 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. 

სარაკეტო დარტყმა - Sputnik საქართველო
ირანული მასმედია: აშშ-ის ბაზებზე შეტევისას 80 ადამიანია დაღუპული

მანამდე, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნულის თაობაზე წერდა გამოცემა Defense One.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტვინის შერყევა, რის გამოც ისინი ქუვეითისა და გერმანიის ჰოსპიტალებში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

„მას შემდეგ, რაც დაშავებულ სამხედროებს სამსახურისთვის ვარგისად მიიჩნევენ, ისინი ერაყში დაბრუნდებიან“, — განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს CENTCOM-ის წარმომადგენელმა, კაპიტანმა ბილ ერბანმა.

ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმა 8 იანვარს განახორციელა, რა დროსაც 15-მდე რაკეტა გამოიყენა. ეს იყო თეირანის პასუხი აშშ-ის მიერ 3 იანვარს გენერალ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციაზე. ირანული ტელეარხი Press TV საკუთარ Twitter-ზე წერდა, რომ შეტევის შედეგად 80 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, სამხედროებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.  

ყველა ახალი ამბავი
0