მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპულ ავტომობილებზე ბაჟის დაწესებით იმუქრება

© AFP 2024 / WIN MCNAMEEაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას აკეთებს თეთრი სახლიდან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას აკეთებს თეთრი სახლიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში დავების გადაჭრის მექანიზმი აამუშავეს, ვინაიდან თეირანმა უარი თქვა ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპული ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ბაჟის დაწესებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ოფიციალურად არ დაადანაშაულებენ ირანს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების დარღვევაში, იუწყება The Washington Post-ი ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის ბირთვული პროგრამის „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ ფარგლებში დავების გადაჭრის მექანიზმი აამუშავეს, ვინაიდან თეირანმა უარი თქვა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილის შესრულებაზე. 

ჰასან როუჰანი - Sputnik საქართველო
ირანის პრეზიდენტი ევროკავშირისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ამასთან, სამივე ქვეყანამ განაცხადა, რომ არ უერთდებიან „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმართავს.

ირანმა გააკრიტიკა ევროპელთა ეს ნაბიჯი და მას „პოლიტიკური თვალსაზრისით სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა. უფრო მეტიც, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ გააჩნია თავისუფალი მოქმედების უნარი და მოუწოდა მათ, ბოდიში მოუხადონ თეირანს „უშედეგეობისა და აშშ-ის წინაშე შიშისთვის“.

2015 წელს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს ერთობლივ ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმას, რომელიც თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

შეთანხმებამ თავდაპირველი სახით სამი წელიც ვერ იარსება: 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ თეირანმა უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0