21:34 01 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5960
  • 100 RUB4.2022
  • USD3.2816
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (288)
218 0 0

ინგლისის დე მონტფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ „სალა“ უფრო მიზანშეწონილია ცხელი კერძების მოსამზადებლად, ვიდრე ზეითუნის, სიმინდისა თუ მზესუმზირის ზეთი.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ზეითუნის ზეთი, რომელიც ტრადიციულად ძალიან ჯანსაღ პროდუქტად მიიჩნევა, ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, პოზიციებს „სალას“ უთმობს. 

ინგლისის დე მონტფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ „სალა“ (და კარაქიც) უფრო მიზანშეწონილია ცხელი კერძების მოსამზადებლად, ვიდრე ზეითუნის, სიმინდისა თუ მზესუმზირის ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეული ცხიმების სასარგებლო თვისებები საყოველთაოდაა ცნობილი, ზემოთ ჩამოთვლილ ზეთებზე კერძების მომზადება მავნებელია ჯანმრთელობისთვის.  

ამ დასკვნის მართებულობაზე ოცწლიანი კვლევის შედეგები მეტყველებს. მეცნიერებმა შეისწავლეს იმ ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობა, რომლებიც სხვადასხვა სახის საკვები ცხიმების გაცხელების შედეგად გამოიყოფა. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მცენარეულ ზეთზე მომზადების დროს გამოიყოფა ალდეჰიდები — ნივთიერებები, რომლებიც კიბოსა და გულის დაავადებების განვითარებასა და ასევე ტვინის ფუნქციების დათრგუნვას უწყობს ხელს.

„მზესუმზირის ან სიმინდის ზეთზე მომზადებული თევზი 200-ჯერ მეტ ტოქსიკურ ალდეჰიდს შეიცავს, ვიდრე უსაფრთხოების სტანდარტებშია დაშვებული“, — ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მათი კვლევა მცენარეული ცხიმების უპირობო, უეჭველ მავნებლობას არ ადასტურებს. ამ პროდუქტის მთავარი სარგებელი ისაა, რომ შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს — ადამიანის სრულფასოვანი კვებისთვის მნიშვნელოვან ელემენტს.  პრობლემა ისაა, რომ ეს კომპონენტები გაცხელების დროს უფრო მეტ ტოქსიკურ ნაერთს გამოყოფს, ვიდრე „სალა“, კარაქი თუ ქოქოსის ზეთი.

სწორედ ამ მიზეზით იმ კერძების მოსამზადებლად, რომელთაც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავება ესაჭიროებათ, ექსპერტები მკვრივი კონსისტენციის ცხიმების გამოყენებას გვირჩევენ.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (288)

მთავარი თემები