20:29 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (977)
86 0 0

აღნიშნულ გეგმას ავსტრიის ახალი მინისტრთა კაბინეტის სამუშაო პროგრამა ითვალისწინებს, რომელიც მუშაობას 7 იანვარს შეუდგა.

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ავსტრიის ხელისუფლება აპირებს დაავალდებულოს სუპერმარკეტები, გადასცენ ვადაგასული, მაგრამ გამოსაყენებლად ვარგისი საკვები პროდუქტები საქველმოქმედო ორგანიზაციებს. 

აღნიშნულ გეგმას ავსტრიის ახალი მინისტრთა კაბინეტის სამუშაო პროგრამა ითვალისწინებს, რომელიც მუშაობას 7 იანვარს შეუდგა. საუბარია საკვები ნარჩენების წინააღმდეგ მოქმედების გეგმაზე. 

ამისათვის რესპუბლიკის ხელისუფლება აპირებს კომერციული საწარმოების, მწარმოებლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოზიდვას. იმ საკვები პროდუქტების გადანაწილებაზე კონტროლი, რომელთა ვარგისიანობის ვადა მალე ამოიწურება, ნაციონალური საკოორდინაციო ცენტრის მიერ განხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ ავსტრია ვადაგასული საკვები პროდუქტების გადაყრის აკრძალვაში არ იქნება პიონერი – 2016 წლიდან მსგავსი სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს საფრანგეთში.

თემები:
მსოფლიო დღეს (977)

მთავარი თემები