მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედია: ტრამპის ადმინისტრაციამ ერაყის საწინააღმდეგო სანქციების შემუშავება დაიწყო

© photo: Sputnik / Aleksey Agaryshev / გადასვლა მედიაბანკშითეთრი სახლი
თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ადმინისტრაცია სანქციების მიღებამდე გაარკვევს, აპირებს თუ არა ერაყის ხელისუფლება მუქარის შესრულებას ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე. 

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ ერაყის მიმართ სანქციების შემუშავება დაიწყო, იუწყება  Washington Post-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ მაღალჩინოსანზე, რომლებიც ინფორმირებულები არიან გეგმებთან დაკავშირებით. 

ჩინოვნიკების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა, თუ სანქციები მაინც დაწესდება, მათში წამყვანი როლი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და თეთრ სახლს დაეკისრება. 

ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში - Sputnik საქართველო
„იმპულსური ტრამპი“ - ექსპერტი ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესაძლო მიზეზს ასახელებს

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს თქმით, ადმინისტრაცია სანქციების მიღებამდე გაარკვევს, აპირებს თუ არა ერაყის ხელისუფლება მუქარის შესრულებას ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის თაობაზე. 

გამოცემა წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი ერთობ უჩვეულოა და იშვიათი მოკავშირე ქვეყნის მიმართ, რომლის მხარდაჭერაზეც შეერთებულმა შტატებმა თითქმის ორი ათწლეული და ასობით მილიარდი დოლარი დახარჯა. 

დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა და ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

ბაღდადმა ამერიკელთა შეტევა აშშ-ის ბაზების ერაყში განთავსების პირობების დარღვევად შეაფასა, რის შემდეგაც ერაყის პარლამენტმა ხელისუფლებისგან ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ამის პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს „ძალიან სერიოზული“ სანქციებით დაემუქრა, რომლებთან შედარებითაც „ანტიირანული სანქციები წვრილმანად გამოჩნდება“.

ამასთან ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას მანამ, სანამ ქვეყანა ამერიკული ავიაბაზის აშენების საფასურს არ გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0