მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„იმპულსური ტრამპი“ - ექსპერტი ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესაძლო მიზეზს ასახელებს

© photo: Sputnik / Davydov / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში
ამერიკელი ჯარისკაცები ბაღდადში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთმცოდნეობის ექსპერტს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპს ნებისმიერ დროს შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. აშშ-ის არმიის გაყვანას ერაყიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპულსურმა ხასიათმა შეიძლება შეუწყოს ხელი, მიაჩნია რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ექსპერტ ვლადიმირ სოტნიკოვს. 

საპროტესტო აქცია თეირანში - Sputnik საქართველო
დუმაში ფიქრობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის „მიმართულებით იმოძრავებს“

მანამდე მედიით გავრცელდა ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდლის, ბრიგადის გენერალ უილიამ სილის წერილი, რომელშიც ის, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანის დაწყებაზე საუბრობად. თუმცა მოგვიანებით აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ წერილს შეცდომა უწოდა.  

ექსპერტ სოტნიკოვის აზრით, დონალდ ტრამპს ნებისმიერ დროს შეუძლია მოულოდნელი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება. 

„ტრამპი იმპულსური გადაწყვეტილებების კაცია. მან თეთრ სახლში უახლოეს მრჩევლებსაც კი არ შეატყობინა და ერთპიროვნულად მიიღო გენერალ სულეიმანის განადგურების გადაწყვეტილება.  ვფიქრობ, რაღაც მომენტში მას შეუძლია სხვა იმპულსური გადაწყვეტილების მიღება და განაცხადოს, რომ ერაყიდან ამერიკული ჯარები გაჰყავს“, — განაცხადა ექსპერტმა.  

სოტნიკოვის აზრით, ერაყის ხელისუფლებამ ქვეყნიდამ აშშ-ის არმიის გაყვანა იმის გამო მოითხოვა, რომ არ სურს გახდეს ამერიკისა და ირანის კონფლიქტის არენა.  

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური

ისლამური რევოლუციის ირანული კორპუსის მცველთა სპეცდანაყოფი „კუდსის“ მეთაური სულეიმანი სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა - Sputnik საქართველო
„ძირს აშშ!“ – ირანული პროტესტი გენერალ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ: ფოტოები
დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც შეერთებულმა შტატებმა ირანელ გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა.

შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს მიზანში ჰყავს ამოღებული ირანის 52 ობიექტი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსგავს ობიექტებზე შეტევას საერთაშორისო სამართლის ნორმები კრძალავს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ აშშ „კანონის მიხედვით“ იმოქმედებს.

ბაღდადმა თავის აეროპორტზე ამერიკელთა შეტევა აშშ-ის ბაზების ერაყში განთავსების პირობების დარღვევად შეაფასა, რის შემდეგაც ერაყის პარლამენტმა ხელისუფლებისგან ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ამის პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს „ძალიან სერიოზული“ სანქციებით დაემუქრა, რომლებთან შედარებითაც „ანტიირანული სანქციები წვრილმანად გამოჩნდება“.

ამასთან ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას მანამ, სანამ ქვეყანა ამერიკული ავიაბაზის აშენების საფასურს არ გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0