მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გენერალ სულეიმანის ქალიშვილი აშშ-სა და ისრაელს „შავი დღით“ დაემუქრა

© REUTERS / West Asia News Agency/Nazanin Tabatabaeeირანელები წვავენ აშშ-სა და ისრაელი დროშებს
ირანელები წვავენ აშშ-სა და ისრაელი დროშებს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს მიზანში ჰყავს ამოღებული ირანის 52 ობიექტი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ქალიშვილი ზეინაბი მამის დაკრძალვის ცერემონიაზე აშშ-სა და ისრაელს „მოსალოდნელი შედეგებით“ დაემუქრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

„შეშლილო ტრამპო, არ გეგონოს, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა“, — მიმართა ზეინაბ სულეიმანმა აშშ-ის პრეზიდენტს.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს „შავი დღე“ დაადგებათ.  

მანამდე მრავალმილიონიან თეირანში მოსახლეობამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურთან, გენერალ ქასემ სულეიმანთან გამოთხოვება დაიწყო, რომელიც 3 იანვრის ღამით ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშშ-ის სარაკეტო შეტევისას დაიღუპა. 

ირანის დროშები - Sputnik საქართველო
„ვერ გაბედავენ“ - ირანმა აშშ-ის მუქარებს უპასუხა

დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში შიიტური დაჯგუფება „ქათაიბ ჰესბოლას“ ობიექტებს შეუტია. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების თავდასხმაზე ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზაზე, რა დროსაც დაიღუპა ამერიკის ერთი მოქალაქე და ასევე დაიჭრა ოთხი სამხედრო. ამის შემდეგ უკმაყოფილო შიიტებმა ბაღდადში მდებარე აშშ-ის საელჩოში შეჭრა სცადეს, რის პასუხადაც განახორციელა კიდეც შეერთებულმა შტატებმა გენერალ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია.

შაბათს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-ს მიზანში ჰყავს ამოღებული ირანის 52 ობიექტი, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსგავს ობიექტებზე შეტევას საერთაშორისო სამართლის ნორმები კრძალავს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განმარტა, რომ აშშ „კანონის მიხედვით“ იმოქმედებს.

ბაღდადმა თავის აეროპორტზე ამერიკელთა შეტევა აშშ-ის ბაზების ერაყში განთავსების პირობების დარღვევად შეაფასა, რის შემდეგაც ერაყის პარლამენტმა ხელისუფლებისგან ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანა მოითხოვა. ამის პასუხად დონალდ ტრამპი ერაყს „ძალიან სერიოზული“ სანქციებით დაემუქრა, რასთან შედარებითაც „ანტიირანული სანქციები წვრილმანად გამოჩნდება“.

ამასთან ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ერაყიდან ამერიკული ჯარების გაყვანას მანამ, სანამ ქვეყანა ამერიკული ავიაბაზის აშენების საფასურს არ გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0