საუკეთესო საშუალებები ნაბახუსევზე: მეცნიერთა რეკომენდაციები

© Pixabay / Pavlofoxსალა
სალა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაბახუსევი ეთანოლით ორგანიზმის ინტოქსიკაციის შედეგია. თუ მიღებული ალკოჰოლის დოზა მაღალია, მაშინ ღვიძლი ვერ ასწრებს მის განეიტრალებას და შედეგად, სისხლში დიდი რაოდენობით გადადის  აცეტალდეჰიდი.

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ნაბახუსევიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება - ეს სატაცურია, ირწმუნებიან სამხრეთ კორეის ნაციონალური უნივერსიტეტისა და სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარები. ამის შესახებ წერს პორტალი Wiley Online Library. 

მამაკაცი ნაბახუსევზე - Sputnik საქართველო
როგორ დავაღწიოთ თავი ნაბახუსევს ეფექტურად: ცნობილი მოქეიფეების უცნობი მეთოდები

ნაბახუსევი ეთანოლით ორგანიზმის ინტოქსიკაციის შედეგია. თუ მიღებული ალკოჰოლის დოზა მაღალია, მაშინ ღვიძლი ვერ ასწრებს მის განეიტრალებას და შედეგად, სისხლში დიდი რაოდენობით გადადის  აცეტალდეჰიდი. ეს ტოქსიკური ქიმიური ნაერთია, რომელიც გროვდება ორგანიზმში და იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, თავის ტკივილს, არტერიული წნევის მატებას, არითმიას. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საჭიროა, ტოქსინების ნეიტრალიზაცია და ორგანიზმიდან მათი დროული გამოდევნა.

ექსპერტებმა განმარტეს, რომ ახალგაზრდა სატაცურში შემავალი ამინომჟავები და მინერალები ხსნის  ოქსიდაციურ სტრესს, რომელსაც განიცდის  ღვიძლის უჯრედები ალკოჰოლის ჭარბი მიღებისას. სწავლულებმა განმარტეს, რომ სატაცური მხოლოდ ამსუბუქებს ნაბახუსევის სიმპტომებს.

ჩინელმა მეცნიერებმა კი ნაბახუსევიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალებად ლაიმისა და ლიმონის გაზირებული წვენი დაასახელეს. ამის შესახებ ნათქვამია  Royal Society of Chemistry-ზე გამოქვეყნებულ  კვლევაში. სადაც აღნიშნულია, რომ ეს სასმელი ყველაზე უკეთ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც შლის აცეტალდეჰიდს.

ეს მონაცემები გაიზიარეს კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მკვლევარებმაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ნაბახუსევის სიმპტომებს კარგად ხსნის კორეული სუპი „იაკ-ა-მეინი“. კვლევა გამოქვეყნებულია პორტალ ACS-ზე. თუ ამ სუპის  რეცეპტზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ მოამზადოთ დამარილებული საქონლის ხორცის სუპი სოიოს სოუსის ბულიონის ბაზაზე, ატრიასთან, მოხარშულ კვერცხთან და ხახვთან ერთად. ეს მარილების, ცილების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების იდეალური კომბინაციაა სპირტიანი სასმელების მიღების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0