მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში უცნობი წარმოშობის პნევმონიამ იფეთქა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემიოლოგები
ეპიდემიოლოგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ექიმები ცდილობენ დაადგინონ, რომელ სახეობას განეკუთვნება გავრცელებული დაავადება, ხოლო ავადმყოფებს იზოლირებულად მკურნალობენ.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანში განუწყვეტლად ვლინდება უცნობი წარმოშობის პნევმონიის შემთხვევები, რის გამოც ქალაქის ხელისუფლებამ დაავალა სამედიცინო დაწესებულებებს, აწარმოონ სტატისტიკა და დაუყოვნებლივ აცნობონ ჯანდაცვის კომიტეტს თითოეული შემთხვევის შესახებ. 

გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპი გვიტევს, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს

აღსანიშნავია, რომ ქალაქში უკვე ჩავიდნენ ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო სპეციალისტები.

გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმებით დადგინდა, რომ დაავადებამ თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზარზე იფეთქა. ამ დროისათვის სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, რომელ სახეობას განეკუთვნება გავრცელებული დაავადება. ადგილზე უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო ავადმყოფებს იზოლირებულად მკურნალობენ. 

არსებული მონაცემებით, დეკემბერში უჰანში ვირუსული პნევმონიის 27 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან შვიდი ადამიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორი კი უკეთაა და უახლოეს დღეებში გამოეწერებიან საავადმყოფოდან.

ამის პარალელურად მოსახლეობაში ვრცელდება ხმები, რომ ეს შესაძლოა SARS-ი (მწვავე მძიმე რესპირატორული სინდრომი) იყოს, თუმცა ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვნენ პანიკას.

 

ყველა ახალი ამბავი
0