03:41 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2095)
65 0 0

არაოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის შედეგად ოცდა ხუთი ავღანელი სამხედრო დაიღუპა

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ავღანეთში ღაზნის პროვინციაში ტერორისტების შეტევის შედეგად ეროვნული არმიის ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა, იუწყება РИА Новости ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ქართველმა სამხედროებმა მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში ტერორისტები გაანადგურეს – ვიდეო >>

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე „თალიბანის“ მოძრაობამ აიღო.

„გუშინ ღაზნის პროვინციის ყარაბაღის ოლქში ავღანეთის ეროვნული არმიის ცხრა ჯარისკაცი „თალიბანის“ ტერორისტებმა მოკლეს. ჩვენ ვიძიებთ სიტუაციას და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. მაგალითად, ტელეარხი 1TV 25 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ იუწყება.

ავღანეთში სამთავრობო ძალებისა და „თალიბანის“ მოძრაობის დაპირისპირებაა. „თალიბანმა“ ადრე მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიპყრო და მსხვილ ქალაქებზე შეტევა დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე გაძლიერდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა. ავღანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ოპერაციებს ატარებენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (2095)

მთავარი თემები