მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეიარაღებაზე კონტროლი: გაერომ რუსეთის რეზოლუცია მიიღო

© Pixabay / Pixabayგაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული მხარე თხოვნით მიმართავს გაეროს გენერალურ მდივანს, განაგრძოს მსგავსი შეთანხმებების შენარჩუნებისთვის მუშაობა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია შეიარაღებებზე კონტროლის შესახებ შეთანხმებების სისტემის განმტკიცების თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

პენტაგონი  - Sputnik საქართველო
„ორპირი პოლიტიკა“: პენტაგონის მიერ რაკეტის გამოცდას რუსეთში ნეგატიურად აფასებენ

ამას წინ უძღოდა  აშშ-ის გასვლა საშუალო და მცირე  სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა და მანამდე ამ შეთანხმებით აკრძალული რაკეტების გამოცდა. გარდა ამისა, დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ელის СНВ-3-ის შეთანხმებას.

რეზოლუცია სახელწოდებით „შეიარაღებებზე, განიარაღებასა და გაუვრცელებლობის კონტროლის შეთანხმებების სისტემების განმტკიცება და განვითარება“ მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, სრულად შეასრულოს შეთანხმებების ყველა ნორმა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს ხელს შეუწყობს გლობალურ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

რეზოლუციის ავტორები თხოვნით მიმართავენ გაეროს გენერალურ მდივანს, განაგრძოს ასეთი შეთანხმებების შენარჩუნებისთვის მუშაობა და წაახალისოს სახელმწიფოები დამატებითი ზომების შემუშავებისთვის, რომლებიც ასეთი ტიპის შეთანხმებების გაფორმებას ხელს შეუწყობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0