მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Brexit-ი გარდაუვალია - ბრიტანეთის არჩევნებში კონსერვატული პარტია იმარჯვებს

© photo: Sputnik / Dustin Griffiths-Wileys / გადასვლა მედიაბანკშირიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეშთი
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეშთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება Brexit-თან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელი კონსერვატორები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ამ დროისათვის ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას იღებენ. 

Brexit-ის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლონდონში в Лондоне - Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

აღსანიშნავია, რომ ბიულეტენების დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა. 

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით შეიქმნა. კონსერვატული პარტია ცდილობს, Brexit-ი 31 იანვარს განახორციელოს, ლიბერალ-დემოკრატები ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას უჭერენ მხარს, ლეიბორისტული პარტია კი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. 

დილის 05:05 საათისთვის (თბილისის დროით 09:05 სთ) კონსერვატორებს პარლამენტში 650 ადგილიდან 327 ადგილი ჰქონდათ მოპოვებული, ლეიბორისტებს კი 195.

ეგზიტპოლების თანახმად, საბოლოოდ კონსერვატორები 368 ადგილს მიიღებენ, ლეიბორისტები — 191-ს, ხოლო მესამე ადგილზე შოტლანდიის ნაციონალური პარტია გავა 55 მანდატით. 

თუ პროგნოზები გამართლდება, ბორის ჯონსონს შეიძლება ყველაზე წარმატებული პრემიერი ეწოდოს 1980-იანი წლების, ანუ მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის შემდეგ, რომელიც ჯონსონის მასწავლებელი და პოლიტიკური კერპი გახლდათ.



ყველა ახალი ამბავი
0