მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქული პასუხისმგებლობის ზონა: ალეპოში სროლები არ წყდება

© photo: courtesy of Ministry of Health / გადასვლა მედიაბანკშიალეპო
ალეპო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნურ-სულთანში სირიის საკითხზე მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი იმართება „ასტანის ფორმატში“, რომელიც 2017 წლიდან არსებობს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თურქეთმა უნდა იზრუნოს ტერორისტების მიერ ალეპოში საცხოვრებელი კვარტლის დაცხრილვის შეწყვეტაზე, ვინაიდან ეს მისი პასუხისმგებლობის ზონაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სირიის დარეგულირების საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევმა. 

ორშაბათს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კვარტალ მინიანს ალეპოს დასავლეთში. შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. რადიკალური დაჯგუფებების ბოევიკებმა ბოლო თვეში არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ალეპოს საცხოვრებელ კვარტლებს, რის შედეგადაც დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 

სირიის დროშები ქალაქ რაკას შესასვლელთან მდგარ სტელაზე  - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქად ცნობილ რაკაში რუსი სამხედროები პირველად შევიდნენ

„დეესკალაციის იდლიბის ზონა იმ სახით, რომლითაც ახლა არსებობს – ეს ჩვენი თურქი პარტნიორების პასუხისმგებლობის ზონაა, ამიტომ რაიმე გაფართოებული ოპერაციის ჩატარებას აზრი არ აქვს. თურქ პარტნიორებზე ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მათ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარონ იმ შეიარაღებულ ჯგუფებთან, რომლებიც ასეთ პროვოკაციებს ახორციელებენ. მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა აბსოლუტურად მიუღებელია. ეს დაუშვებელია“, — განუცხადა ლავრენტიევმა ჟურნალისტებს სირიის საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ნურ-სულთანში „ასტანის ფორმატში“ გაიმართება.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ გარანტორი ქვეყნების — ირანის, რუსეთისა და თურქეთის დელეგაციები, ასევე სირიის მთავრობისა და ქვეყნის შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები. დამკვირვებლების რანგში გამოდიან იორდანიის, ლიბანისა და ერაყის მაღალი რანგის წარმომადგენლები და ასევე გაეროს დელეგაცია გეირ პედერსენის ხელმძღვანელობით.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე რვა წელზე მეტია გრძელდება. ვითარება გამწვავდა ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც თურქეთმა ქურთული რაზმების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ დაწყება გამოაცხადა. ვაშინგტონმა უარი თქვა ანკარის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ სირიიდან ჯარები გაჰყავდა, თუმცა მერე მაინც დატოვა თავისი სამხედრო კონტინგენტის ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისგან სირიული ნავთობის დაცვის საბაბით.

რუსეთმა და თურქეთმა 22 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების ათპუნქტიან მემორანდუმს, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფებისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ნაწილების შეყვანას გულისხმობდა თურქული სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ ზონის მიღმა. მათი მიზანი იყო ქურთული რაზმებისა და მათი შეიარაღების საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით გაყვანა, რის შემდეგაც ერთობლივი რუსულ-თურქული პატრულირება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0