23:40 05 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2746
  • 100 RUB4.6197
  • USD2.9573
გაზსადენი „ციმბირის ძალა“

„ციმბირის ძალა“: ჩინეთი რუსეთისგან გაზის მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (264)
4701

ჩინეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ახალი გაზსადენი „ციმბირის ძალა“ განავითარებს იმ რეგიონებს, რომლებზეც ის გადის.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სტარტი მისცეს რუსული გაზის მიწოდებას ჩინეთში გაზსადენ „ციმბირის ძალის“ გავლით. 

„ციმბირის ძალა“ იაკუტიისა და ირკუტსკის გაზის მოპოვების ცენტრებიდან, შორეული აღმოსავლეთის გავლით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მიაწვდის ბუნებრივ აირს. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 3 ათასი კილომეტრია.

ცერემონიაზე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკაში სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის „ხარისხობრივად ახალ დონეზე“ გადის. მისი თქმით, ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაშია.  

„რუსეთსა და ჩინეთს შორის 2014 წელს ხელმოწერილი კონტრაქტი ყველაზე მსხვილი შეთანხმებაა გაზის სამამულო დარგში, ოცი წლის განმავლობაში გაზსადენ „ციმბირის ძალის“ გავლით ჩინეთს ტრილიონ კუბომეტრზე მეტი გაზი მიეწოდება“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „ციმბირის ძალა“ ხელს შეუწყობს იმ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რომლებზეც ის გადის.

გაზსადენის მშენებლობას ხუთ წელზე მეტი დრო და 1,1 ტრილიონი რუბლი დასჭირდა. 2020 წელს „გაზპრომი“ შეძლებს, რომ ჩინეთს უკვე 5 მლრდ კუბომეტრი გაზი მიაწოდოს, 2021 წელს — 10 მლრდ კუბურ მეტრამდე, 2022 წელს კი უკვე 15 მლრდ კუბომეტრ ბუნებრივ აირზე გავა. პროექტით გათვალისწინებული მაჩვენებლის, 38 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიღწევა 2015 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

თემები:
რუსეთი დღეს (264)

მთავარი თემები