მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჰონგ-კონგის გამო: ჩინეთი აშშ-ს სანქციებს უწესებს

© AP Photo / Ng Han Guanჰონკონგის პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს
ჰონკონგის პოლიცია დემონსტრანტებს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აჩერებს აშშ-ის მოთხოვნის განხილვასაც ჰონგ-კონგში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებისა და სამხედრო გემების შესვლის თაობაზე.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთი აშშ-ს მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს ვაშინგტონის მიერ ჰონგ-კონგთან დაკავშირებით მიღებული კანონების გამო. ამის შესახებ დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა განაცხადა. 

საპროტესტო აქცია ჰონკონგში - Sputnik საქართველო
„მიუტევებელი ქაოსი“: ჰონგ-კონგი უარს ამბობს ჩინეთში ექსტრადიციაზე

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგთან დაკავშირებით ორ კანონს მოაწერა ხელი: ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისა და ასევე საპოლიციო ეკიპირების მიწოდების აკრძალვის შესახებ.

„ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი „ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის შესახებ“ ისე, რომ ჩინეთის პროტესტი არ გაითვალისწინა. ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების სერიოზული დარღვევა და ასევე ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა. პეკინმა ამასთან დაკავშირებით მტკიცე პროტესტი გამოთქვა და საპასუხოდ მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს მთელ რიგ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს — NDI-ს, HRW-ისა და Freedom House-ის ჩათვლით“, — განაცხადა დიპლომატმა.

ხუა ჩუნინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი აჩერებს აშშ-ის მოთხოვნის განხილვასაც ჰონგ-კონგში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებისა და სამხედრო გემების შესვლის თაობაზე.

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება ექსტრადიციის კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით. საბოლოოდ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ოქტომბრის ბოლოს დოკუმენტი გაიწვიეს. თუმცა არეულობა არ შეწყვეტილა. მართალია, ისინი შედარებით მცირერიცხოვანი გახდა, მაგრამ უფრო სასტიკი ხასიათი მიიღო. ნახევარი წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში 900-ზე მეტი დემონსტრაცია და მარში გაიმართა, რა დროსაც დაახლოებით 6 ათასი ადამიანი დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0