09:27 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573

აიკრძალოს „შავი პარასკევი“ – დეპუტატები ახალ ინიციატივას აყენებენ

© photo: Sputnik / Vitaly Belousov
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (757)
16001

მინისტრის თქმით, ის იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს „შავ პარასკევს“, თუ ეს მცირე ბიზნესს წაადგებოდა, მაგრამ ამით მხოლოდ მსხვილი რიტეილერები რჩებიან მოგებაში.

თბილისი, 29 ნოემბერი _ Sputnik. ფრანგმა დეპუტატებმა ქვეყანაში „შავი პარასკევის“ აკრძალვა მოითხოვეს, ვინაიდან, მათი აზრით, ვაჭრობის ეს „ციებ-ცხელება“ ხელს უწყობს რესურსების არასაჭირო ხარჯვას, წერს გამოცემა Independent. 

აღნიშნული წინადადება საკანონმდებლო ორგანოში საფრანგეთის ეკოლოგიის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ბატომ შეიტანა. პარლამენტის ქვედა პალატა, ეროვნული ასამბლეა ინიციატივის განხილვას დეკემბერში აპირებს.

წინადადებას მხარი დაუჭირა კომპლექსური ეკოლოგიური გარდაქმნების მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა, რომლის აზრითაც, „შავი პარასკევი“ ხელს უწყობს „საცობების“ წარმოქმნას და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურებას გამონაბოლქვით.  

ბორნის თქმით, ის იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს „შავ პარასკევს“, თუ ეს მცირე ბიზნესს წაადგებოდა, მაგრამ ამით მხოლოდ მსხვილი რიტეილერები რჩებიან მოგებაში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ელექტრონული ვაჭრობის წარმომადგენლებმა უკვე გააკრიტიკეს დეპუტატების ინიციატივა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (757)

მთავარი თემები