12:29 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
კომპიუტერი

ირანის მთავრობამ მოსახლეობას ინტერნეტი გაუთიშა

© CC0 / Pixabay
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (797)
66 0 0

არ არის გამორიცხული, ინტერნეტის გათიშვა დაკავშირებული იყოს მასობრივ საპროტესტო აქციებთან, რომლებიც ქვეყნის მთელ რიგ ქალაქებში ჩატარდა.  

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ირანის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 საათით შეზღუდა ინტერნეტზე  წვდომა, იუწყება სააგენტო ISNA ინფორმაციის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

წყაროს მიერ გავრცელებული ცნობით, აღნიშნული ზომა რესპუბლიკის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გატარდა. თუმცა სააგენტოს სტატიაში არ ზუსტდება, რა მიზეზით გათიშა მთავრობამ ინტერნეტი.

სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მასობრივ საპროტესტო აქციებთან, რომლებიც ქვეყნის მთელ რიგ ქალაქებში ჩატარდა.  

საქმე ისაა, რომ 16 ნოემბერს ირანში ძალაში შევიდა სამთავრობო განკარგულება ბენზინზე ფასების ორჯერ გაზრდის შესახებ, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. გარდა ამისა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის დაწესდა შეზღუდვა - 60 ლიტრი ბენზინი თვეში ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე. ნორმაზე მეტი საწვავის ყიდვის შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი გადასახადი.   

ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ საპროტესტო აქციებს „უცხოელი მტრების საბოტაჟი“ უწოდა და განაცხადა, რომ ბენზინზე ფასის ზრდას თავისი საფუძველი აქვს. თუმცა ჰამენეიმ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვან ფასების მატება სხვა საქონელზე. 

თემები:
მსოფლიო დღეს (797)

მთავარი თემები