21:25 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1837)
41 0 0

7 ნოემბერს საერთო იურისდიქციის სასამართლომ მოსამართლე ანა დანიბეკიანის თავმჯდომარეობით არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა განსასჯელისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მოსამართლე ანა დანიბეკიანმა არ დააკმაყოფილა სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი აცილების თაობაზე, იუწყება „Sputnik–სომხეთი“. 

აღნიშნული შუამდგომლობით ქოჩარიანის ადვოკატებმა სასამართლოს „გირაოს შეტანის საკითხზე მოსამართლის სისტემატური მიკერძოების გათვალისწინებით“ მიმართეს.

მას შემდეგ, რაც დანიბეკიანმა საკუთარი გადაწყვეტილება წაიკითხა, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ადგილზე არ აღმოჩნდა სომხეთის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის თარჯიმანი იური ხაჩატუროვი. მოსამართლემ ისევ შესვენება გამოაცხადა და განკარგულება გასცა, დაედგინათ ხაჩატუროვის ადგილსამყოფელი და ასევე სხდომაზე მისი დასწრების შესაძლებლობა.

7 ნოემბერს საერთო იურისდიქციის სასამართლომ მოსამართლე ანა დანიბეკიანის თავმჯდომარეობით არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა განსასჯელისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება საკონსტიტუციო წყობის დამხობა 2008 წლის 1 მარტს. ექს-პრეზიდენტი მანამდე ორჯერ დააპატიმრეს 2018 წელს. ეს ქოჩარიანის მესამე პატიმრობაა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1837)

მთავარი თემები