11:06 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (675)
52 0 0

მოსკოვში 2020 წელს გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზე დასწრება მსოფლიოს 17 სახელმწიფოს ლიდერმა დაადასტურა

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დაესწროს აღლუმს, რომელიც მოსკოვში 9 მაისს გაიმართება.

დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით, მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას, შესაძლოა, ვერ მოახერხებს.

„ეს ჩვენი პოლიტიკური სეზონის შუა პერიოდი იქნება, ასე რომ ვნახავ, მოვახერხებ თუ არა ამას, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ჩამოსვლას შევძლებ“, - მოჰყავს მისი სიტყვები РИА Новости-ს.

ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტრამპი მოიწვია მიიღოს მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნაში, რომელიც მოსკოვში 2020 წლის 9 მაისს გაიმართება.

ანალოგიური მოწვევა მიიღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვ. დასწრება დაადასტურა 17 სახელმწიფოს მეთაურმა, მათ შორის ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

თემები:
მსოფლიო დღეს (675)

მთავარი თემები