Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

საფრანგეთში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

© photo: AFP 2020 / MIGUEL MEDINAდიზაინერი პატრიკ ლუი ვიტონი
დიზაინერი პატრიკ ლუი ვიტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთში 68 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს. განცხადებაში დიზაინერის გარდაცვალების მიზეზზე არაფერია ნათქვამი.

მარი ჭანტურია - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვარი და დიზაინერი რომელიც "Salvatore Ferragamo“-ში მუშაობდა

პატრიკ-ლუი ვიტონი ლუი ვიტონის სახლს 1973 წლიდან შეუერთდა და მდიდრული ტყავის ჩანთების, სამგზავრო ჩემოდნების, მოდური ტანისამოსის, პარფიუმერული ნაწარმისა და აქსესუარების დამზადების ოჯახური ტრადიცია განაგრძო. ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა.

ბრენდის წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 500-მდე მაღაზიას ფლობს.

ყველა ახალი ამბავი
0