მეცნიერული კვლევა: ქალები ნახევარ საათში ერთხელ უნდა ადგნენ სკამებიდან

CC0 / Pixabay / კომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ ქალებისთვის აუცილებელია, ყოველ ნახევარ საათში ადგნენ და გაიარ-გამოიარონ.

თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. ქალები პერიოდულად უნდა ადგნენ სკამებიდან და გაიარ-გამოიარონ, თუ უნდათ, თავიდან აიცილონ მძიმე ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი – ასეთ რჩევას იძლევიან ბრიტანელი სწავლულები. 

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამაყუჩებელი ეფექტი: საყვარელი ადამიანის გვერდით ფიზიკური ტკივილის ხარისხი იკლებს

ლეიჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ქალები ერთ ადგილზე მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში შეიძლება ისხდნენ, მერე კი აუცილებლად უნდა გაიარონ თუნდაც მცირე დისტანცია. მით უმეტეს, თუ საუბარია პოსტმენოპაუზურ მდგომარეობაში მყოფ, ასევე შაქრიანი დიაბეტისადმი მიდრეკილ ქალებზე. 

ბრიტანელმა სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც ქალები სამ ჯგუფად დაყვეს. ყველა მათგანი ერთნაირად იკვებებოდა იმ განსხვავებით, რომ ერთი ჯგუფის წევრები შვიდნახევარი საათის განმავლობაში ისხდნენ, მეორის წევრები — ხუთი წუთით დგებოდნენ ყოველი ნახევარი საათის შემდეგ, მესამე ჯგუფის საცდელები კი დგებოდნენ და სეირნობდნენ კიდეც. 

ამის შემდეგ მათ სისხლში შაქრის დონე კიდევ ერთხელ გაუზომეს და აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს, რომლებიც ნახევარ საათში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ, გლუკოზის ოპტიმალური მაჩვენებელი ჰქონდათ სისხლში. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი კვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმაც, რომლებიც დიდხანს ჯდომასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირს სწავლობდნენ. ამ მიზნით მათ 45 წელს გადაცილებული 8 ათასი ადამიანი ჩართეს ექსპერიმენტში, რომლის დასრულების შემდეგაც დაასკვნეს, რომ ნაადრევი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად იმ რესპონდენტებს ემუქრებოდა, რომლებიც მინიმუმ 30 წუთში ერთხელ დგებოდნენ და დადიოდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0