06:58 23 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2899
  • 100 RUB4.6709
  • USD2.9749
ტომასო ტრუსარდი და რენცო როსო

ადამიანები, რომლებზეც ბევრი გვსმენია, თუმცა არასოდეს გვინახავს

© Photo: Trussardi / FB
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (883)
56840

დაუჯერებელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ ბევრი გვსმენია, თუმცა მათი ფოტოები არასოდეს გვინახავს, რადგან ისინი ძალიან იშვიათად ჩნდებიან ტელევიზიებში, ჟურნალებსა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

ასეთი იდუმალი ადამიანები მრავლად არიან მოდის სფეროში. მათი სახელები ძალიან ძვირადღირებული ნივთების ეტიკეტზე წერია, ბევრი ჩვენგანი ატარებს კიდეც მათ ტანსაცმელს, ვყიდულობთ სუნამოებს, თუმცა, ძალიან ცოტა თუ გავიხსენებთ მათ სახეებს.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ლეგენდარულ დიზაინერებს წარმოგიდგენთ.

1. Dolce & Gabbana - დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა

მსოფლიო მოდაში 1985 წელს ორი სრულიად განსხვავებული, ქარიზმატული იტალიელი გაჩნდა, რომლებმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დუეტი შექმნეს. ისინი არცთუ იშვიათად ერთმანეთში ერევათ, ზოგი ფიქრობს, რომ ძმები არიან, ისეთებიც არსებობენ, სულაც ერთი კაცი რომ ჰგონიათ.

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ იტალიის მოდის სახლი Dolce & Gabbana 1985 წელს დააარსეს. იმავე წელს მილანის სცენაზე „ახალი ტალანტების” შოუს ფარგლებში პირველი კოლექცია წარადგინეს, სულ რაღაც ერთ წელიწადში კი მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. თავიდან ბრენდი ქალის ტანსაცმლის ხაზისგან და სხვა აქსესუარებისგან შედგებოდა. მოკლე ხანში წყვილმა მამაკაცის ქვედა საცვლებიც წარმოადგინა. Dolce & Gabbana-ს შემოსავალმა 2017 წელს 1,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

2. Armani - ჯორჯო არმანი

მოდის დიზაინერი ჯორჯო არმანი იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. იგი იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა, მაგრამ სომხური ფესვები აქვს.

არმანიმ საკუთარი კარიერა დაიწყო, როგორც მოდის დიზაინერის ასისტენტმა. 1974 წელს კი მან საკუთარი სახელით წარადგინა კოლექცია სახელწოდებით Giorgio Armani, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

ცნობილი დიზაინერის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მისი დის თქმით, მას ძალიან დახურული ცხოვრება აქვს და თითქმის არ ჰყავს ახლო მეგობრები. არმანის წლიური გაყიდვები 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

3. Tom Ford - ტომ ფორდი

ტომ ფორდი მოდის სამყაროში ნოვატორად ითვლება. ის 1996 წელს ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭომ წლის დიზაინერად დაასახელა.

ის გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მართლაც ვარსკვლავური სამყაროს ეპიცენტრშია. არის დიზაინერი, ბიზნესმენი, რეჟისორი.

ფორდის პირადი ცხოვრება, მის იმიჯთან შედარებით, ყოველთვის ძალიან დახურული და „მოსაწყენი“ იყო. ის არის დიზაინერი,  რომელსაც მუდამ კარგი სურნელი აქვს, აცვია შავი და არ ბერდება. 

4. Bulgari – ნიკოლა ბულგარი

ნიკოლა ბულგარი იტალიელი მილიარდერი ბიზნესმენია, ბრენდ Bulgari-ს დამფუძნებლის Sotirios Bulgari-ის შვილიშვილი.

ის რომში ცხოვრობს, ჰყავს ექვსი შვილი და ძვირადღირებული მანქანების შეგროვებითაა გატაცებული.

5. Carolina Herrera - კაროლინა ჰერერა

ამერიკელი დიზაინერი კაროლინა ჰერერა ვენესუელაში დაიბადა. 1970-იან წლებში ის დაასახელეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალად.

ჰერერამ საკუთარი კომპანია 1980 წელს დააარსა. იგი ცხოვრების ბოლო 12 წლის განმავლობაში ჟაკლინ კენედის აცმევდა. 1987 წელს გამოვიდა კაროლინა ჰერერას პირველი სუნამო, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოუტანა.

6. Versace - დონატელა ვერსაჩე

მოდის სახლი „ვერსაჩე“ 1978 წელს მსოფლიო მოდის დიზაინერმა ჯანი ვერსაჩემ დააფუძნა. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ სამოდელო სახლს სათავეში მისი და დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა და ის გახდა კომპანიის მთავარი ადამიანი და სულისჩამდგმელი.

დონატელამ საკუთარი მოდელების ხაზის გამოშვება დაიწყო, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მისი ტანსაცმელი უფრო ქალური, კომფორტული და ნაკლებად სექსუალურია. თუმცა სამოდელო სახლი „ვერსაჩე“ დღემდე რჩება ერთ-ერთ წარმატებულ და უმსხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.

7.  Narciso Rodriguez - ნარცისო როდრიგესი

ნარცისო როდრიგესი აშშ-ში დაიბადა. მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ მათ ვაჟს კარიერა მოდის სამყაროში შეექმნა. თუმცა, ნარცისომ დიზაინერის სკოლაში ჩააბარა, შემდეგ კი კალვინ კლეინთან თანამშრომლობდა. 1997 წელს მან საკუთარი კომპანია დააარსა.

8. Valentino - ვალენტინო გარავანი

როგორც კი ვალენტინომ ფანქრის დაჭერა ისწავლა, ხატვა დაიწყო. როდესაც მიხვდა, რომ ეს ნამდვილად მოსწონდა, გადაწყვიტა მოდის დიზაინერი გამხდარიყო. თინეიჯერობის ასაკში, როდესაც ვალენტინო ბარსელონას სტუმრობდა, ოპერაში ერთ ქალს მოჰკრა თვალი, რომელსაც წითელი ხავერდის საღამოს კაბა ეცვა და ეს სურათი სამუდამოდ ჩაიბეჭდა მის მეხსიერებაში. წითელი ფერი მალე ვალენტინოს ხელწერად იქცა.

ვალენტინოს ტანსაცმელი ქალურობის და ფუფუნების სიმბოლოა. ელიზაბეტ ტეილორი, ჟაკლინ კენედი, კორტნი კოქსი და ჯენიფერ ლოპესი მის მიერ შექმნილი სამოსით დაქორწინდნენ. 2007 წელს დიზაინერმა მოდის სამყარო მიატოვა.

9. Tsussardi - ტომასო ტრუსარდი

ამ მომენტისთვის ტომასო ტრუსარდი საოჯახო კომპანია Trussardi-ის ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა ბიზნესმენი დაქორწინებულია შვეიცარიელ-იტალიელ მსახიობზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ის ნამდვილი ჰოლივუდელი მაჩოა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (883)

მთავარი თემები