23:16 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
სამხრეთკორეული გერლს-ბენდ f(x)-ის ყოფილი სოლისტი ჩხვე ჩჟინ რი, ცნობილი ფსევდონიმით სოლი (Sulli)

სიკვდილი 25 წლის ასაკში: K-pop-ის ვარსკვლავი სოლი დეპრესიისგან გარდაიცვალა

© photo: Sulli - Choi Jin Ri (최진리) / FB
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (692)
89001

ბოლო დროს მომღერალს აკრიტიკებდნენ სამხრეთ კორეისთვის არასტანდარტული ქცევების გამო

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთ კორაში გარდაიცვალა სამხრეთკორეული გერლს-ბენდ f(x)-ის ყოფილი სოლისტი ჩხვე ჩჟინ რი, ცნობილი ფსევდონიმით სოლი (Sulli) — ის მხოლოდ 25 წლის იყო, იუწყება Japantimes პოლიციაზე დაყრდნობით.

მომღერლის ცხედარი აღმოაჩინა მისმა მენეჯერმა, რომელიც მის სახლში მას მერე მივიდა, რაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

View this post on Instagram

A post shared by 설리가진리 (Sulli) (@jelly_jilli) on

„ჩვენი გუშინდელი საუბრის შემდეგ სოლი არ იღებდა ყურმილს, ამიტომ მასთან სახლში წავედი და ის გარდაცვლილი ვნახე“, - განაცხადა მენეჯერმა, რომელმაც მაშინათვე პოლიციას მიმართა.

პოლიციის განყოფილებაში ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მომღერალს ხანგრძლივი დეპრესია ჰქონდა. ამასთან სამართალდამცველებს არ დაუზუსტებიათ, შეეძლო თუ არა მას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო დროს მომღერალი ინტერნეტით ნეგატიურ კომენტარებს იღებდა. თითქოს გოგონას დევნიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სამხრეთ კორეისთვის არასტანდარტული ქცევების გამო. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ვარსკვლავის პოსტებმა Instagram-ზე, სადაც სოლი უწევდა პროპაგანდას ქალების თავისუფლებას სამოსის არჩევაში, კერძოდ, ბიუსტჰალტერის ტარებაზე უარის თქმას, რაც ბევრი კორეელისათვის მიუღებელია.

View this post on Instagram

핑머 시절

A post shared by 설리가진리 (Sulli) (@jelly_jilli) on

სოლიმ სამსახიობო კარიერა 2005 წელს 11 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც SBS-ის დრამაში Seodong პრინცესას როლი შეასრულა. ის სულ ათამდე ფილმში გადაიღეს. 2009 წელს შედგა მომღერლის დებიუტი ჯგუფ f(x)-ის შემადგენლობაში, რომელმაც სამხრეთ კორეაში პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა, შემდეგ კი ცნობილი გახდა უცხოეთში. მალე K-pop-ის სტილმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 2015 წელს სოლიმ ჯგუფი დატოვა და სოლო-კარიერა დაიწყო.

თემები:
მსოფლიო დღეს (692)

მთავარი თემები