მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს დაემუქრა: სამხედრო ოპერაცია გრძელდება

© REUTERS / CARLO ALLEGRIრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ახსენებს, რომ თურქეთმა, მიუხედავად იმისა, რომ „ტერორისტების შეტევის საფრთხის ქვეშაა“, 3,5 მლნ სირიელი ლტოლვილი მიიღო.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ევროკავშირის ქვეყნებს ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნით დაემუქრა, თუ დასავლელი პარტნიორები ანკარის სამხედრო ოპერაციას სირიაში ოკუპაციად მოიხსენიებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

თურქეთის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო

თურქეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „ბრიუსელი გამუდმებით იტყუებოდა და არასდროს ყოფილა გულწრფელი“. გარდა ამისა, მან საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა, რომ თურქეთმა, მიუხედავად იმისა, რომ „ტერორისტების შეტევის საფრთხის ქვეშაა“, 3,5 მლნ სირიელი ლტოლვილი მიიღო.

„და ისინი, ვისაც არასდროს უნახავს ქურთისტანის მუშათა პარტია, გვეუბნებიან ჩვენ, გვერდზე გადექითო! ევროკავშირო, ბოლოს და ბოლოს, გონს მოდი!“ – მოუწოდა თურქეთის ლიდერმა ევროპის კავშირის ქვეყნებს.

გარდა ამისა, ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებები, რომლებმაც ასევე დაგმეს თურქეთის სამხედრო ოპერაცია არაბულ რესპუბლიკაში.

„საუდის არაბეთმა სარკეში ჩაიხედოს. ვინ მიიყვანა იემენი ასეთ მდგომარეობამდე? ჯერ ამაზე გვიპასუხონ... ეგვიპტე სულაც დადუმდეს. იქაურობას [მართავს] ადამიანი, რომელმაც მოკლა დემოკრატია ქვეყანაში“, — განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა 9 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ წამოიწყო, რომელიც თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული. ამას ზოგი მეზობელი ქვეყნისა და ასევე ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

რეჯეფ ერდოღანი ოპერაციის სამ მიზანს ასახელებს: ტერორისტებისგან უსაფრთხო გახადოს ქვეყნის სამხრეთი საზღვრები, დაიცვას სირიის ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნება, რომლებსაც თურქეთი „უსასრულოდ ვერ შეინახავს“.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მათმა სამხედროებმა ამ დრომდე ქურთული ფორმირებების 181 ობიექტზე მიიტანეს იერიში.

ყველა ახალი ამბავი
0