ბილბაოში ქალის ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ქართველია

გამოწერა
დაკავებულთა შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ბილბაოში 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ქართველია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ მასმედიაზე დაყრდნობით.

მოამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ნიგერიის მოქალაქეები საქართველოში გაუპატიურების ბრალდებით გაასამართლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქუჩაში გაცნობილ მამაკაცს ბინაში გაჰყვა. დაზარალებულის განცხადებით, მას სასმელში „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა".

პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია.

ექსპერტიზამ, რომელიც დაზარალებულ გოგონას ჩაუტარდა, მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

ყველა ახალი ამბავი
0