მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად 40 წლის განმავლობაში: ირანელი ქალები ფეხბურთის მატჩებს დაესწრებიან

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშიირანელი ქომაგები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სარანსკში (რუსეთი)
ირანელი ქომაგები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სარანსკში (რუსეთი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე ირანში სტადიონებზე სპორტულ თამაშებზე დასწრება კატეგორიულად ეკრძალებოდათ მხოლოდ ადგილობრივ ქალებს, ხოლო უცხოელებს შეზღუდული უფლებები ენიჭებოდათ.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ირანელი ქალები, პირველად ბოლო 40 წლის განმავლობაში, ამიერიდან შეძლებენ დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს სტადიონებზე, იუწყება გამოცემა THE Sun-ი.

მსოფლიო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკვე ოქტომბერში იქნება შესაძლებელი, როდესაც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები დაიწყება.

ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალებს აეკრძალათ იმ სტადიონებზე შესვლა, სადაც მამაკაცთა გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. 

მუსლიმი ქალი ჰიჯაბით - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა ქალმა თავი დაიწვა: Amnesty International-ი განგაშს ტეხს

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვა ირანის ხელისუფლებასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ერთ-ერთმა ქალმა გულშემატკივარმა საჰარ ჰოდაიარიმ ირანში თავი დაიწვა. 

საჰარ ჰოდაიარის სიკვდილმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია როგორც საკუთრივ ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დაღუპულისადმი სოლიდარობის ნიშნად ქალთა ევროპული საფეხბურთო გუნდების სპორტსმენები მოედნებზე მკლავებზე შებმული ცისფერი ლენტებით გადიოდნენ, რაც იყო ჰოდაიარის საყვარელი გუნდის ფერი. ამასთან, გაისმა ირანის საფეხბურთო ფედერაციის ფიფადან გარიცხვის მოწოდებებიც.

მომხდარის შემდეგ ფიფას დელეგაციამ ერთი კვირა გაატარა ირანში, სადაც ხელისუფლებასთან ერთად იმსჯელა კამბოჯის ნაკრებთან 10 ოქტომბერს დანიშნული შესარჩევი მატჩის თაობაზე.

მთავრობამ ფიფას პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ ადგილობრივი ქალები თავისუფლად შეძლებენ სტადიონებზე შესვლასა და თამაშებზე დასწრებას.

„ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ, დაწყებული მომდევნო საერთაშორისო მატჩიდან, ქალებს სტადიონებზე თამაშებზე დასწრების უფლება მიეცემათ. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ასეთი რამ ბოლო 40 წლის განმავლობაში არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ირანში სტადიონებზე თამაშებზე დასწრება კატეგორიულად ეკრძალებოდათ მხოლოდ ადგილობრივ ქალებს, ხოლო უცხოელებს შეზღუდული უფლებები ენიჭებოდათ.

ყველა ახალი ამბავი
0