თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ჟურნალ Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების ნუსხას სათავეში აშშ-ის ქალაქ არლინგტონის „დალას კოვბოიზი" უდგას.
ამერიკული ფეხბურთის ეს კლუბი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მეორე ადგილზეა ამერიკული ბეისბოლის კლუბი „ნიუ-იორკ იანკიზი". მისი ფასია 4,6 მლრდ დოლარი.
მესამე ადგილს იკავებს ესპანური საფეხბურთო კლუბი „მადრიდის რეალი" – 4,2 მლრდ დოლარი.
ლიდერთა ხუთეულში შედიან ასევე საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" (4,02 მლრდ დოლარი) და საკალათბურთო კლუბი „ნიუ-იორკ ნიკსი" (4 მლრდ დოლარი).
რეიტინგში სულ 50 კლუბი შევიდა.