20:05 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1158)
74 0 0

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიპლომატმა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო შეიძლება თანამდებობა დატოვოს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი იუკია ამანო, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

72 წლის დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გასულ კვირაში მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამანომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება თანამდებობა მომავალ წელს დატოვოს.

ამანო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სათავეში 2009 წელს ჩაუდგა, მანამდე იყო ელჩი და იაპონიის მუდმივი წარმომადგენელი სააგენტოში. ის ასევე საქმიანობდა გაეროში, 1972 წლიდან იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ატომის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით 1957 წელს შეიქმნა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1158)

მთავარი თემები