16:49 23 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2487
  • 100 RUB4.4689
  • USD2.9336
ავტომობილები ავტორალის დაწყების წინ

ტრაგედია ავტორბოლაზე ბიშკეკში: ავტომობილი მაყურებლებს შეეჯახა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (451)
100 0 0

მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ჩემპიონატი გაუქმდა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დრიფის ჩემპიონატზე ბიშკეკში სპორტული ავტომობილი მაყურებლებს შეეჯახა, იუწყება „Sputnik-ყირგიზეთი“.

უბედური შემთხვევა გამარჯვების მოედანზე მოხდა, სადაც მიმდინარეობდა დრიფის ჩემპიონატი Gradus Cup. ერთ-ერთმა მონაწილემ საჭე ვერ დაიმორჩილა და მაყურებლებს შეეჯახა. დაშავდა ხუთი ადამიანი. შეჯახების მომენტი ვიდეოკადრებში მოხვდა.

მერია იუწყება, რომ შეჯიბრებას კომპანია Sun People ატარებდა.

„ღონისძიების ორგანიზატორებმა სვერდლოვსკის რაიონის ადმინისტრაციას მისი ჩატარების ნებართვის მისაღებად მიმართეს. ნებართვა მიიღეს, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობით. თუმცა მოთხოვნები არ იყო დაცული. ამ მიზეზის გამო მუნიციპალიტეტი მსგავსი ღონისძიებების აკრძალვას აპირებს“, - ნათქვამია მერიის პრეს-რელიზში.

მილიციამ აღნიშნული ფაქტი დანაშაულის ერთიან რეესტრში დაარეგისტრირა. მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ჩემპიონატი გაუქმდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (451)

მთავარი თემები