სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება

© photo: Hercai / FBაქინ აქინოზუ
აქინ აქინოზუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ტელე- და ინტერნეტ-სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები. არ წყდება ინტერესი სერიალის მთავარი გმირების პირადი ცხოვრების თუ კარიერის მიმართ.

ამჯერად გადავწყვიტეთ ქალების გულთამპყრობელის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის „თავქარიანის“ მთავარი გმირის აქინ აქინოზუს რეალურ ცხოვრებაზე მოგიყვეთ.

© photo: akinakinozu / instagramაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

თურქი მსახიობი აქინ აქინოზუ ქალაქ ანკარაში დაიბადა 1990 წლის 1 იანვარს. აქინი დედისერთაა და საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. როგორც ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, დედასთან თბილი და ახლო ურთიერთობა აქვს. ერთმანეთთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და ყველა საკითხში ენდობიან ერთმანეთს. მისი დედა, ოზლემ აქინოზუ ასევე მსახიობია. სურდა, რომ შვილიც მსახიობი გამხდარიყო, მაგრამ თავის დროზე აქინმა მათემატიკოსის სპეციალობა აირჩია და ამ განხრით განაგრძო სწავლა.

© photo: akinakinozu / instagramაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

აქინმა დაამთავრა მათემატიკური კოლეჯი ანკარაში, რის შემდეგაც კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ასევე მათემატიკის ფაკულტეტზე. 17 წლის ასაკში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც თვითონ ამბობს, ოჯახისგან მოშორებით, უცხო ადამიანების გარემოცვაში უწევდა ცხოვრება, თუმცა ამან ხელი შეუწყო – წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო. ამბობს, რომ აქ სხვა თვალით დაინახა სამყარო.

ახალგაზრდა აქინი ამერიკაში დაინტერესდა თეატრით და დაიწყო სამსახიობო გაკვეთილებზე სიარული. პირველ როლი თეატრში სწორედ აქ ითამაშა.

მისი პირველი ოფიციალური დებიუტი შედგა ფილმში „ნაძირალა", რომელსაც ერთობლივად ხორვატი და სლოვენი რეჟისორები იღებდნენ. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, აქინმა მალევე დატოვა ამერიკა და სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე შესთავაზეს როლი საკმაოდ დიდ პროექტში, სერიალში „დიდებული საუკუნე“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა ახალბედა მსახიობს.

© photo: Hercai / FBაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

ამის შემდეგ იყო ბევრი სხვა წარმატებული როლი, ბოლო კი – „თავქარიანი" (hercai), რომელშიც აქინი მთავარი გმირის მირანის  როლს ასრულებს მშვენიერ ებრე შაჰინთან ერთან.

სერიალში აღწერილია სიყვარულის ისტორია, რომელიც შურისძიების გრძნობიდან წარმოიშვა. მირანი შემთხვევით თავისი საგვარეულო მტრის შვილიშვილს, მშვენიერ რეიანს გაიცნობს და სიგიჟემდე შეუყვარდება. წყვილს უმკაცრესი გამოცდა ელის.

© photo: akinakinozu / instagramაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

ამჟამად ფილმის გადაღება შეჩერებულია. აქინი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და მისი დაბრუნებისთანავე, სავარაუდოდ, სექტემბერში განახლდება გადაღებები.

საინტერესოა, რომ აქინი ვეგეტარიანელია და ხორცს არ მიირთმევს. ის აქტიურად არის დაკავებული სპორტით და ცდილობს დიდი დრო დაუთმოს ოჯახს, მის ახლობლებს, რასაც სოციალურ ქსელში არსებული ფოტოები მოწმობს. როდესაც შესაძლებლობა აქვს, ყოველთვის კითხულობს ყველა კომენტარს მის შესახებ, როგორც ამბობს, ეს მას აძლიერებს და ეხმარება, რომ ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვას.

© photo: akinakinozu / instagramაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

არ უყვარს სოციალური ქსელები, ამიტომ მათგან მხოლოდ „ინსტაგრამი“ აქვს, ცდილობს პირადი ცხოვრება დამალოს და საჯარო არ იყოს, რადგან თვლის, რომ ეს მისი პირადი თემაა. მაგრამ ყვითელ პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ამჟამინდელი ურთიერთობა სანდრა პესტემალჯიანთან, რომლიც აქტიურადაა ჩართული მარკეტინგის სფეროში. სანდრამდე აქინი ბურჯუ ოზბერკს ხვდებოდა, რომელიც სერიალ „ლომების ოჯახის“ გადაღებაზე გაიცნო.

© photo: Hercai / FBაქინ აქინოზუ
სიმპათიური თურქი მსახიობის აქინ აქინოზუს ცხოვრება: რატომ შეწყდა „თავქარიანის“ გადაღება - Sputnik საქართველო
აქინ აქინოზუ

აქინს ბევრ ფილმში არ აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალრეიტინგული მსახიობი გახდა მცირე დროში. მართალია, დამწყები მსახიობია, მაგრამ როგორც თურქი რეჟისორები აცხადებენ, კარგი პოტენციალი აქვს და წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0