05:35 19 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0995
  • 100 RUB4.3046
  • USD2.7664
ქართველი მოცეკვავეები „ზებრაზე“

ხორუმი „ბითლზის" ნაკვალევზე - ლონდონში ქართველებმა დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

© Sputnik / Levan Avlabreli
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)
108510

ქართველმა მოცეკვავეებმა ცნობილი Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ცნობილი ქუჩა Abbey Road-ი ხორუმით გადაკვეთეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შესაბამის ვიდეოს ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანია Taste Of Georgia „ტვიტერზე“ ავრცელებს. ვიდეოში ცნობილ Abbey Road-ს ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები ხორუმის ცეკვით კვეთენ.

 

​ქუჩა ცნობილია ასევე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფ Beatles-ის ამავე სახელწოდების ალბომის ყდით, რომელზე გამოსახული ჯგუფის წევრები გზას „ზებრაზე“ გადადიან. ფოტოსესია 1969 წლის 8 აგვისტოს შედგა. ფოტოგრაფ იენ მაკმილანს ფოტოს გადასაღებად ჰქონდა ათი წუთი - ქუჩის ეს მონაკვეთი პოლიციამ სპეციალურად გადაკეტა, რადგან მაშინ ის საკმაოდ ხალხმრავალი იყო. მაკმილანის მიერ გაკეთებული ექვსი ფოტოდან ერთ-ერთი ალბომის ყდაზე მოხვდა.

თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (62)

მთავარი თემები