06:04 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
თელ-ავივი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო საშიში ქვეყანაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის

CC BY 2.0 / Chris Hoare / Mini Tel Aviv
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (344)
939 0 0

საქართველოში 2019 წლის იანვრიდან აპრილამდე წითელათი დაავადების სამი ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მგზავრობისგან, სადაც წითელას გადადების ალბათობა მაღალია - ამ სიაში პირველ სტრიქონებს საქართველო და უკრაინა იკავებენ.

უწყებაში ამ ქვეყნებში გამგზავრებისას წითელათი დაავადების გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ. აღინიშნა, რომ ამ შემთხვევების 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.

უკრაინაში, საქართველოში, მადაგასკარზე, ალბანეთსა და ლიბერიაში გამგზავრების წინ საჭიროა წითელაზე აცრის ჩატარება, აფრთხილებენ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში.

ის, რომ საქართველოში წითელას ეპიდემიაა, არაერთხელ განაცხადეს ქართველმა სპეციალისტებმა, ხოლო ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით საქართველოში წითელათი დაავადების 3 172 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რაოდენობა მთელი გასული წლის პერიოდში დაინფიცირებულთა მონაცემს ჭარბობს. ნორმად მიიჩნევა წელიწადში წითელათი დაავადების 10 შემთხვევა. ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ წითელას ეპიდემიის შეჩერება მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციას შეუძლია.

აცრა ჩაიტარა 120 ათასმა ადამიანმა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს წლევანდელ გეგმაში 350 ათასი ადამიანის აცრა შედის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრა უფასოა. აქამდე აცრა უფასო მხოლოდ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის იყო.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 1 იანვრიდან ყველა გეგმური აცრა სავალდებულო გახდა, მათ შორის წითელას აცრაც.

თემები:
მსოფლიო დღეს (344)

მთავარი თემები