„ევროვიზია 2019“ ქართველი მომღერლის გარეშე მაინც არ ჩაივლის

© photo: Tamta / FBთამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ჟიურიმ და მაყურებელმა ღირსეულად შეაფასა გოდუაძე, რომელმაც კონკურსი გახსნა კომპოზიტორ ალექს პაპაკონსტანტინუს კომპოზიციით Replay.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ოთო ნემსაძე, რომელიც „ევროვიზია 2019“-ზე საქართველოს წარმოადგენდა, ფინალს გამოეთიშა, კონკურსი მაინც არ ჩაივლის ქართველი მომღერლის გარეშე.

პირველი ნახევარფინალის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ „ევროვიზიის“ ფინალში თამთა გოდუაძე იმღერებს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენს.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი თელ-ავივში გუშინ გაიმართა. ეროვნულმა ჟიურიმ და მაყურებელმა ღირსეულად შეაფასა გოდუაძე, რომელმაც კონკურსი გახსნა კომპოზიტორ ალექს პაპაკონსტანტინუს კომპოზიციით Replay. ამ სიმღერის წყალობით თამთა 18 მაისს ფინალში იმღერებს.

„მადლობა, ევროპა! შევხვდებით ევროვიზია 2019-ის ფინალში“, – დაწერა გოდუაძემ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

კონკურსის ფინალში ასევე გავიდნენ: საბერძნეთის, ბელარუსის, სერბეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, ისლანდიის, სან-მარინოსა და სლოვენიის წარმომადგენლები.

ბუკმეკერების პროგნოზით, გოდუაძე მე-11 ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0