18:43 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგები

ნოტრ-დამის „აღორძინება“: ფრანგმა არქიტექტორებმა პროექტი წარმოადგინეს

© photo: Sputnik / Julien Mattia
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (344)
19310

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტის ავტორებმა შესთავაზეს შუშის სახურავის გაკეთება, რომელიც დღის შუქს შთანთქავს

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტი, რომელიც ფრანგმა არქიტექტორულმა ბიურომ Vincent Callebaut Architectures წარმოადგინა, ელექტროენერგიისა და სითბოს გამომუშავებას ითვალისწინებს, ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უმსხვილესი ხანძარი 15 აპრილს მოხდა. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, მზიდ კონსტრუქციებს ცეცხლი ეკიდა. ნოტრ-დამის სტრუქტურა, ხელოვნების ნიმუშები და ძირითადი რელიკვიები გადარჩა. სავარაუდოდ, ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოიწვია.

წარმოდგენილ პროექტს აქვს სახელწოდება Palingenesis, რაც ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „აღორძინება“, „რეგენერაცია“. არქიტექტორების იდეაა „ნოტრ-დამი იქცეს პოზიტიური ენერგიის მქონე შენობად, რომელიც უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს“.

არქიტექტორები სთავაზობენ შეიქმნას ისეთი სახურავი, რომელიც შუქს შთანთქავს. ტაძარი შეძლებს ელექტროენერგიის, სითბოს გამომუშავებას, მოეწყობა შენობის პასიური ვენტილაცია. სახურავის ხის კარკასი უნდა დაიფაროს მინის სამგანზომილებიანი კრისტალებით სპეციალური „ორგანული აქტიური შრისგან“, რომელიც შედგენა ნახშირბადის, წყალბადის, აზოტის და ჟანგბადისგან, რაც შუქის შთანთქმისა და ენერგიად გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა.

გათვალისწინებულია ეკოლოგიური შპილის დამონტაჟება, რომლის ელემენტები შედგება მუხის ხის მერქნისა და ნახშირბადის ბოჭკოსგან. საგულისხმოა, რომ შპილზე დააბრუნებენ სპილენძის მამალს, რომელიც ხანძრის შემდეგ ნანგრევებში იპოვეს, რათა ის „სულიერი მეხამრიდი“ და „მორწმუნეთა დამცველი“ გახდეს.

გარდა ამისა, ტაძრის სახურავზე იგეგმება საზოგადოებრივი საქალაქო ფერმის მოწყობა, სადაც ერთი ადამიანი „წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრზე 25 კილოგრამამდე ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას შეძლებს“ და ამგვარად ჯამური მოსავალი წელიწადში 21 ტონას მიაღწევს. არქიტექტორები მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის უფასოდ დარიგებას სთავაზობენ.

ხანძრის ინციდენტის გამოძიება ცეცხლის გაჩენის დროს გაუფრთხილებლობით ზარალის მიყენების მუხლით მიმდინარეობს. პროკურორის თქმით, პრიორიტეტულია ხანძრის შემთხვევითი ხასიათის ვერსია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნოტრ-დამი ხუთ წელიწადში უნდა აღდგეს. ტაძრის რესტავრაციაში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი კომპანიები მიიღებენ.

თემები:
მსოფლიო დღეს (344)

მთავარი თემები