11:31 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
თვითმფრინავი

ინფორმაცია ბომბის შესახებ: ბაქოს აეროპორტში თვითმფრინავი იძულებით დაჯდა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
210 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტს თვითმფრინავის საპირფარეშოში ნაპოვნი წერილი გადასცეს, რომელშიც იყო კიდეც ნათქვამი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, ავარიულად დაესვა ხომალდი ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, აცნობეს საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-აზერბაიჯანს“ აეროპორტის პრეს-სამსახურში.

გავრცელებული ცნობის თანახმად, კაპიტანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ეჭვი გაჩნდა.

„2019 წლის 11 მარტს ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი Airbus A321, რომელიც ბაჰრეინიდან მოსკოვში მიფრინავდა... წარმატებით დაჯდა ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ავარიული დაჯდომის მიზეზი – კაპიტნის ეჭვი თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სულ თვითმფრინავში 225 ადამიანი იმყოფებოდა ეკიპაჟის წევრების ჩათვლით.

გავრცელებული ინფორმაციით, პილოტს თვითმფრინავის საპირფარეშოში ნაპოვნი წერილი გადასცეს, რომელშიც იყო კიდეც ნათქვამი ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ. 

ამ დროისათვის თვითმფრინავს საგანგებო სამსახურების თანამშრომლები ამოწმებენ. 

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კიდევ ერთმა თვითმფრინავმა მოითხოვა ბაქოს აეროპორტში ავარიული დაჯდომა. დაუდასტურებელი ცნობებით, ეს ჰონგ-კონგიდან ლუქსემბურგისკენ მიმავალი თვითმფრინავი იყო.

თუმცა ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახური უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ავარიულად მხოლოდ ერთი თვითმფრინავი დაჯდა.

თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)

მთავარი თემები