04:32 29 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0782
  • 100 RUB4.1597
  • USD2.7905
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
194 0 0

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ეთიოპიის ავიახაზებისo (Ethiopian Airlines) Boeing 737-მა ადის-აბებასთან კატასტროფა განიცადა, იუწყება ტელეკომპანია BBC.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა. ბოინგში სულ 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.

დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მომხდარს გამოეხმაურა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი. აბი აჰმედმა ბლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ბორტზე მყოფთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)

მთავარი თემები