ავსტრიაში მატარებელი ავტობუსს დაეჯახა, არის მსხვერპლი

CC0 / Pixabay / ავსტრიის პოლიციის ავტომობილი
ავსტრიის პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 11 ადამიანი.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გრაცში მატარებელი სარეისო ავტობუსს დაეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:00 საათზე (თბილისის დროით 10:00 საათზე) მოხდა.

„ამ დროისთვის დაღუპულია ერთი ადამიანი, 11 დაშავდა", – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში Twitter-ში.

ტრაგედიის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0